Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

მარშალ პრესი 06/12/2023
ეკა სეფაშვილი

გაეროს 28-ზე კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, საპარლამენტთაშორისო სესიაზე „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს. სესია მიეძღვნა კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო სამეცნიერო მიღწევებს ამ სფეროში. განხილულ იქნა პროგრესი, რომელიც მიღწეულია პარიზის ხელშეკრულების განხორციელებაში. კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაუდებელი მიზანია პარლამენტარების მოტივაცია, განახორციელონ ზედამხედველობა და მართონ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია კლიმატის შეთანხმების და მიზნების განხორციელების ვალდებულებებზე.

„ეს არის მცდელობები პარლამენტარებისა და მთავრობის, რათა ჩვენი პლანეტა, ჩვენი გარემო გლობალურად იყოს უფრო სუფთა და დაბინძურებამ არ გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებები, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ მთლიანად ჩვენს პლანეტას,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: თუკი ვინმე მოულოდნელად “ქართულ ჯიგრულ პონტში” გამდიდრდა, სწორედ გახარიას გუნდის წევრები და მათი მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, რაც ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ამაზე დუმილს ინარჩუნებს
Next: მეგი გოცირიძე ნაც.მოძრაობას დაუპირისპირდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.