Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გახარია იმუქრება – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 06/12/2023
გია აბაშიძე

პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. “ლელოს” კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო “მუქარის წერილს” აფრიალდებდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას იმ განცხადების საპასუხოდ წერს, რომლის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა ზეპირად იცის იმ ოჯახების ვინაობა, ვის ჯიბეშიც გაზრდილი ეკონომიკა მიდის.

აბაშიძე, გახარიას ტრაგიკომიკურ პერსონაჟს უწოდებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, როცა ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აღნიშნულ თემაზე რეაგირება არ მოუხდენია, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, საქართველო მისთვის კორუმპირებულ და ოლიგარქიულ ქვეყნად გადაიქცა.

“პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. “ლელოს” კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო “მუქარის წერილს” აფრიალდებდა.

ნაცსექტის საამებლად პრემიერობიდან გაქცეული გიორგი გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ადამიანს, რომლებიც საქართველოს ხარჯზე მდიდრდებიან.
ხელფასებში თანაპარტიელებისა და ოფისების მფლობელების ქირაში შარლატანმა გახარიამ რა უნდა თქვას ისეთი, რაც წონადი იქნება? ვერც ვერაფერი, ჩვეულებრივი დამბოლებელია.
ტრაგიკომიკური პერსონაჟი, სახელად გიორგი გახარია, წლების განმავლობაში ხელისუფლების მაღალ თანამდებობებს იკავებდა და ხმას არ იღებდა თუ ამგვარი მანკიერებები არსებობდა, პრემიერობიდან

მოკურცხვლის შემდეგ კი, თურმე მაშინ “გახდა საქართველო კორუმპირებული და რუსულ-ოლიგარქიული”.
ძალიან საღადაოა გახარიას თითოეული ამგვარი მუქარა-დაპირება. “ქართულ ჯიგრულ პონტში” უცებ გამდიდრებულ მის ახლო გარემოცვას “მოკითხვა”.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გამოდი დაასახელე და თან დაამტკიცე! არც ერთს შვება და არც მეორეს – ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე
Next: 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ “ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! – ზურა ქადაგიძე გახარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.