Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია “ლელო” ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის – ზურაბ ქადაგიძე სალომე სამადაშვილზე

მარშალ პრესი 05/12/2023
ზურაბ ქადაგიძე

ეს, ნაც-მოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს. – ასე ეხმაურება, “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, სალომე სამადაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს რომ ევროკავშირის მთავარი პრობლემა უნგრეთია.

ქადაგიძის თქმით, ვიქტორ ორბანი გულშემატკივრობს საქართველოს და უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას.

„როდესაც ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მიმართავდა, რომ ასოცირების ტრიოდან პირველ რიგში საქართველო იმსახურებს სტატუსს და უფრო მეტიც – უნგრეთი განსაკუთრებულად ლობირებს საქართველოს სტატუსის მინიჭებას და ერთი ფაქტიც, რომ ევროკომისარი ვარჰეი ორბანის თანამემამულეა, დადებითი გადაწყვეტილების ალბათობას განსაკუთრებულად ზრდის.

ჰო და როდესაც უნგრეთი საქართველოს ეხმარება, ეს ქალბატონი და მისი რადიკალური პარტია “ლელო” ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის.

ეს, ნაც-მოძრაობიდან ჩამოლაბორანტებული და ხაზარაძის უბეზე დაკერებული პოლიტიკანი ღირსეულად აგრძელებს მავნებლობას და იმდენად არ ადარდებს საქართველოს წარმატება, რომ სტატუსის მინიჭებაზე მეტად, უკრაინის ინტეგრირების საკითხზე ნერვიულობს.

ორბანი ბლოკავს უკრაინას და ამის მიზეზებს თვითონვე ხსნის, ხოლო გულშემატკივრობს საქართველოს და ამიტომაცაა დღეს უნგრეთი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორი!
ამ ქალზე და ამის თაღლით პარტიაზე კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას- “ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო.” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
Next: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.