Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“

მარშალ პრესი 05/12/2023
გურამ მაჭარაშვილი

„მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, თუმცა, ფაქტია, რომ თანდათან კარგავს ამომრჩეველს.

„ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“, გასაქანს არ აძლევს და მიაჩნია, რომ ის არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა ოპოზიციაში. ამიტომაც არის შეუძლებელი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ახლანდელი წევრების გაერთიანება.

არჩევნების შედეგებს ვნახავთ 2024 წლის შემოდგომაზე, სადაც მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ, ოპოზიციას რომ რთულად აქვს საქმე, ამას მათ მიერ ჩატარებული კვლევებიც კი ადასტურებს. ყველა კვლევაში „ნაცმოძრაობა“, სულ ცოტა, სამჯერ ნაკლებ ხმას იღებს, ვიდრე – მანამდე, დანარჩენ პარტიებზე ლაპარაკიც აღარ არის – ზოგს 2% აქვს და ზოგს – 1%.

რაც შეეხება იმას, კარგია თუ არა მრავალპარტიულობა პარლამენტში, ჩვენ ვნახეთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შემოვიდა 9 პოლიტიკური სუბიექტი და 14 პოლიტიკური პარტია, თუმცა, ეს ვერ გახდა იმის განმსაზღვრელი, რომ საქართველოს პარლამენტი, როგორც მრავალფეროვანი, ისე შემდგარიყო. ჯერ არ შემოდიოდნენ, მერე შემოვიდნენ და ერთმანეთს ჩხუბი დაუწყეს, მერე გავარდნენ, მერე ნაწილი დაბრუნდა და ა.შ. ამიტომ, ამას დეპოლარიზაციისთვის კი არ შეუწყვია ხელი, პირიქით. ოპოზიციის უმრავლესობა კი, სამწუხაროდ, საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობდა, რაც მათივე კოლეგებმა დაადასტურეს. ამიტომ, მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე, დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
Next: ამერიკული გამოცემა Axios გლობალური ინტრიგებისგან დატანჯული უკრაინელი ხალხისთვის საკმაოდ მძიმე მიმოხილვას აქვეყნებს- „უკრაინის ომის მცდელობა ჩიხების ქარიშხალს წააწყდა, რაც ქვეყნის მომავალს კრიზისს უქმნის“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.