Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შსს-ს სტრატკომი ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ რეპორტაჟს ეხმიანება

მარშალ პრესი 04/12/2023
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი (სტრატკომი) განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემაში გასრულ რეპორტაჟს, რომელიც ეხება რუსული საზღვაო პორტებიდან, სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში, ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი”-სთვის ტვირთების მიწოდებაზე და ამისთვის ქართული პორტების სავარაუდო გამოყენების შესახებ.

“გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია პირველის შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში და ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ამისთვის კი თითქოსდა გამოყენებული იყო ქართული პორტები.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არცერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებული საზღვაო ვითარების ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნა, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის, გამოვლენის და აღმოფხვრის ოპერაციების ხელშეწყობა.

JMOC აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან უწყებებს, როგორიცაა: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ჰიდროგრაფიული სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სსიპ ბირთვული და რადიოცული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სანაპირო დაცვის დეპარტამენტი.

2023 წლის 22 ივნისს, JMOC – მიერ გამოყენებად აშშ-ს საზღვაო სარდლობის მონიტორინგის სისტემა „SEA VISION“-ით დაფიქსირდა, ბარბადოსის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,GIVING“ ფოთის რეიდზე, მაგრამ იმ მომენტში გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ იმყოფებოდა.

აღნიშნულის თაობაზე, 2023 წლის 22 ივნისს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, რათა მომხდარიყო საზღვაო სივრცის ვიზუალური დათვალიერება სადაც სისტემები ანომალიას აფიქსირებდნენ და ასევე ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა გადაამოწმა ინფორმაცია, მათ შორის მცურავი საშუალებებით ადგილზე და გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე მყისიერად ეცნობა ევროპაში ამერიკის საზღვაო სარდლობის სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის ,,SEA VISION” ტექნიკურ სამსახურს, რადგან მათი სისტემით ფიქსირდებოდა ანომალიური შემთხვევა. 2023 წლის 4 ივლისს, ამერიკული მხარის სასაზღვაო მონიტორინგის სისტემის ტექნიკურმა სამსახურმა JMOC – ს წარმოუდგინა განმარტება, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კომპლექსურ ანომალიურ შემთხვევას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ორი ძირითადი ფაქტორით: უშუალოდ ეკიპაჟის მიერ სისტემაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანა და მანიპულირება ფაქტიური ადგილსამყოფელის დაფარვის მიზნით და ასევე, ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების უარყოფითი ზეგავლენის გამო.

საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაციით ზემოთ აღნიშნული ანომალიები ფიქსირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ამერიკის საზღვაო სარდლობის სასაზღვრო მონიტორინგის სისტემის ,,SEA VISION” ტექნიკურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ მუშაობენ პროგრამის დახვეწაზე რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ანომალიური შემთხვევების დაფიქსირება.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ JMOC ეფექტიანად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მუდმივად ხდება მონაცემთა გაცვლა და კომუნიკაციის წარმოება.

შესაბამისად სიუჟეტში გაკეთებული ცრუ განმარტებები მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხებში გაუცნობირებელი მოქალაქეების შეცდომაში შეგნებულად შეყვანას, აჟიოტაჟის შექმნასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას.”– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან და “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად ფართო დისკუსია გამართა
Next: უკრაინელები ახლა თავად საუბრობენ, რომ იყო მეორე ფრონტის გახსნის საკითხი – ლაშა ბასლანძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.