Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედია, ახლა მაინც გამოიჩენენ გარკვეულწილად გონიერებას და პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე

მარშალ პრესი 03/12/2023
სოზარ სუბარი

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე და იმედი გამოთქვა, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ახლა მაინც გამოიჩენს პასუხისმგებლობას და ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

„რეკომენდაციების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე არის ევროკავშირთან და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანი, როგორც კანონმდებლობის, ისე ამ კანონმდებლობის ცხოვრებაში გატარების თვალსაზრისით.

ეს რეკომენდაციები ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების შესასრულებელია, თუმცა, ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საკანონმდებლო სფეროს ეხება. ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ოპოზიციამ (რამდენიმე ოპოზიციურ ძალის გარდა, რომლებიც თანამშრომლობდნენ) უარი თქვა, 12 რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობაზე. იმედია, ახლა გამოიჩენენ გარკვეულწილად გონიერებას და პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე,“ – განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: ქვეყნის დახარვეზებული “პრეზიდენტი” მისთვის უცხო სხეულად ქცეულ საქართველოს უსურვებს, ავტორიტარიზმის კუთხით, პუტინის რუსეთის “ჩინურ” მოდელ – უკრაინას დაეწიოს
Next: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები თანაბარ შესაძლებლობად ვაქციოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.