Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემაში, ჯარის კვებასთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს

მარშალ პრესი 03/12/2023
თავდაცვის სამინისტრო

ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას”-  ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

„ამჯერად, ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. აღნიშნულ სიუჟეტში, სამწუხაროდ, გამოყენებული იყო აბსოლუტურად ობიექტური წყაროს და ფაქტების დასახელების გარეშე ცრუ ინფორმაცია.

ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე სამმართველოს შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით.

ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. არასდროს 2020 წლამდე ჩვენს ჯარს მასიურად არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტელევიზია მიზანმიმართულად ცდილობს თავდაცვის ძალების და ზოგადად, ჯარში სამხედრო სამსახურის მიმართ დაამკვიდროს ნეგატიური განწყობები და სტერეოტიპები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს და ჯარის გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე რეფორმებს.

უწყება მზად არის ნებისმიერ დროს, წინასწარ, ობიექტის დასახელების გარეშე დაინტერესებულ მხარესთან ერთად ჩაატაროს კვების მონიტორინგი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ ნაციონალური მოძრაობის პანაშვიდზე
Next: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.