Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით დაბადების დღეს ვულოცავ ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს – პრემიერი

მარშალ პრესი 03/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკე ქალს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის სიამაყით გვავსებდა თავისი ღირსეული ასპარეზობითა და დიდი გამარჯვებებით.

ქალბატონმა ნონამ ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია. მთელი გულით ვუსურვებ ქალბატონ ნონას მხნეობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას”,– ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

Post navigation

Previous: უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა და ტერიტორიის ნაწილის მიტაცება სურდა – ალექსეი დანილოვი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.