Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილი არის ლუმპენ-პროლეტარიატი, ხაზარაძე-ოლიგარქი. კეზერაშვილი ცოტა აღმატებულია – ჩვეულებრივი ბანდიტია

მარშალ პრესი 02/12/2023
ბექა ოდიშარია

„ოპოზიციაზე ჩამოვარდა საუბარი და მე მსოფლიოში არ მეგულება, ეს ოპოზიცია არ არის, ეს მეხუთე კოლონაც არ არის“,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ „postv“-ის ეთერში განაცხადა.

ოდიშარიამ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ კლასობრივი ბრძოლა აქვთ.

„ჩვენ ხომ ვძულვართ. გასაგებია, რომ კლასობრივი ბრძოლა აქვთ. ჩვენ მათთვის ვართ ბურჟუაზია, თვითონ არიან პროლეტარიატი.

ხაბეიშვილი არის ლუმპენ-პროლეტარიატი. უკრაინული კანონი რომ აიღო, ხაზარაძე არის ჩვეულებრივი ოლიგარქი. მე ძალიან კარგად ვიცნობ მას ახალგაზრდობიდან, ძალიან კარგად ვიცი ვინ არის და რა არის მამუკა ხაზარაძე და ახლა ვიძახი, რომ ფაქტობრივად ის არის ოლიგარქი იმიტომ, რომ ის არის ტელევიზიის და პარტიის მფლობელი, ის არის უზარმაზარი ფულის მფლობელი, ამ ფულს როგორ მართავს და საიდან შოულობს მაგაზე აღარ ვიტყვი, თავის დროზე ასავალ-დასავალი პუბლიკაციებს არ ინანებდა.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ცოტა აღმატებულია. კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ბანდიტი. სხვათა შორის, გაუგებარია, როგორც ვიცი ისრაელში არის კანონი, რომელიც კორუფციას არ პატიობს არსად და არასდროს არავის, საკუთარ მოქალაქეს, სადაც არ უნდა ჩაიდინოს. მგონი ჩვენც უნდა გამოვაცხადოთ მსგავსი რამ“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

Post navigation

Previous: ამ ჯვარს ვფიცავ, თუ ერთი სიტყვა ვთქვა ტყუილი, სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი – დავით ლორია ლუკა კურტანიძეზე ხმაურიან განცხადებას აკეთებს (ვიდეო)
Next: ყველაფრიდან ჩანს, რომ მადამ პრეზიდენტი სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დატოვებს პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.