Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი რასაც ქვების სროლით ვერ ახერხებს, ეს მავნებელი ქალი იმას დავარცხნილი ტექსტებით ცდილობს

მარშალ პრესი 01/12/2023
ზურაბ ქადაგიძე

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ბედოვლათმა ოპოზიციამ აბსოლუტურად გახარჯა რადიკალური ნარატივები და ერთმანეთის ჭამაზე გადავიდნენ, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, ეს ვაკუუმი შეავსოს და რადიკალები ჩაანაცვლოს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, რათა ქვეყანაში რადიკალიზმის ხარისხი გაზარდოს.

„ჩემი მოლოდინია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება, რადიკალების საპირწონე, ვითომ დავარცხნილი კოალიცია შექმნას გახარიასთან, იაგო-გირჩთან, ლომჯარიასთან, ალეკო ელისაშვილთან და ა.შ. ერთად.

იმიტომ ატარებს სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში ყალბ კამპანიებს, იმიტომ ხვდება ახალგაზრდებს და აგროვებს ვითომ ხელმოწერებს, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა – ხელისუფლებას. ამავდროულად, მედიატორის როლიც მოირგოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, პარალელურად, რადიკალიზმის ხარისხს ზრდის – ისეთ ისტორიულად მძიმე ვითარების რეგიონში მიდის, როგორიც პანკისია და ეს ქალი იქ მყოფ ხალხს ეუბნება – ეს ქვეყანა ჩალითაა დახურული, აქ კონსტიტუცია არ მოქმედებს და სამართალს ვერ იპოვითო. ანუ, ლევან ხაბეიშვილი რასაც ქვების სროლით ვერ ახერხებს, ეს მავნებელი ქალი იმას დავარცხნილი ტექსტებით ცდილობს. ეს უკვე პოლიტიკური კომპონენტის ნაწილი აღარ არის, ეს უკვე სამართლებრივი ნაწილია“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: ნაც.მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი გაათავისუფლა
Next: ამ ჯვარს ვფიცავ, თუ ერთი სიტყვა ვთქვა ტყუილი, სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი – დავით ლორია ლუკა კურტანიძეზე ხმაურიან განცხადებას აკეთებს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.