Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაც

მარშალ პრესი 30/11/2023
ირაკლი კობახიძე

როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ობიექტურად, ამასთან დაკავშირებით კითხვებიც ხომ არ არის, მაგრამ ვიღაცები აქაც კი ახერხებენ სპეკულირებას. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, მათ მინდა ვურჩიო, ჯერ ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის, და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია? კონკრეტული ქვეყნები ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი? როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა იხსნება. სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს, რომელიც დელეგატებს სიტყვით მიმართავს

Post navigation

Previous: გიორგი ვაშაძის სადღეგრძელოები, რამაც ეკა მიშველაძე დაღალა (ვიდეო)
Next: მაშინ, როდესაც ეუთოს მინისტერიალი ტარდება და როცა მას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, საქართველოც ღირსეულად ესწრება ამ ღონისძიებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.