Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მე ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი მიზანდასახულად გააგრძელებს ბრძოლას პუტინ-ივანიშვილის კლასტერის წინააღმდეგ და ერთობით შევძლებთ მესამე პრეზიდენტის დახსნას

მარშალ პრესი 29/11/2023
ჯონი-გიგანი-640x432

მე ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი მიზანდასახულად გააგრძელებს ბრძოლას პუტინ-ივანიშვილის კლასტერის წინააღმდეგ და ერთობით შევძლებთ მესამე პრეზიდენტის დახსნას”– წერს თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი სოციალურ ქსელში.

“ნათქვამია, რომ ამღიარებელი ვაჟკაცი…ორჯერ ვაჟკაციაო…რა სამწუხაროა რომ ეს ნიკანორ მელიამ ვერ შეძლო, ისიც პუტინის მიერ დამწყვდეულ მესამე პრეზიდენტის მიმართ, მე გამიხარდა ის ფაქტი, რომ იგივე მდგომარეობაში, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა გამოიჩინა ის ქართული ჭკუის სისხარტე, მიმხვდარიყო მესამე პრეზიდენტის მნიშვნელობას, ასევე შეუპოვრობა და იდეალიზმი ქვეყნის თავისუფლებისათვის; მე ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი ბოლომდე იტვირთავს დიდ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოსთვის, ევროვექტორისთვის და მესამე პრეზიდენტისთვის არის საჭირო ანუ ბოლომდე ასე დინჯად და მიზანდასახულად გააგრძელებს ბრძოლას პუტინ-ივანიშვილის კლასტერის წინააღმდეგ და ერთობით შევძლებთ მესამე პრეზიდენტის დახსნას პუტინის ტყვეობიდან”- წერს ჯონი გიგანი.

Post navigation

Previous: ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით – სოზარ სუბარი
Next: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.