Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა

მარშალ პრესი 29/11/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, „ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება“

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა.

„როგორ ყველგან გაბანძებულნი არიან მემარცხენე, სულით მარქსისტი ‘ენჯეოები’! არა “რუსულ კანონს”! თუმცა, ხსენებული კანონი საქართველომ რომ მიიღოს, ფსევდო-სამოქალაქოების გარდა, არაერთი საგარეო, ფლიდი აქტორი გადმოღვრის ნიანგის ცრემლებს.

დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა. ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ პროექტის გამო, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები აცხადებენ, რომ კანონპროექტმა შესაძლოა ევროკავშირის წესები დაარღვიოს. „სამოქალაქო საზოგადოება ევროპა“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა EU“ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტმა შეიძლება დაარღვიოს ევროკავშირის პირველადი სამართალი, ნეგატიურად აისახოს ეკონომიკურ თავისუფლებებზე და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა შეკრების, გამოხატვის, პირად მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის უფლებები.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტავ, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“
Next: (PABSEC) მუდმივმოქმედ დელეგაციას ირაკლი მეზურნიშვილი უხელმძღვანელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.