Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული ე.წ. ოპოზიციისთვის საქართველოს შესვლა „რუსული კანონის” მოქმედების ნებისმიერ – „ამერიკულ-რუსულ”, „რუსულ-ქართულ” თუ „ევრო-რუსულ” გეოლოკაციებში ერთნაირად მიუღებელია

მარშალ პრესი 29/11/2023
დავი ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის სამოქმედო 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

„ცნობილი ხდება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ევროკომისიის მიერ საქართველოსადმი წამოყენებულ „ევროსაინტეგრაციო” 9 რეკომენდაციაზე ხელისუფლებასთან ერთობლივ მუშაობაზე გამოცხადებული საბოტაჟის რეალური მიზეზები. იმ პირობებში, როდესაც ევროკომისია აანონსებს „უცხოური გავლენების აგენტების შესახებ” კანონის ინიციირებას, ქართული ოპოზიცია ვერ ხედავს საქართველოსთვის მსგავს სტრუქტურებთან თანამშრომლობის ვერც აუცილებლობას და ვერც მიზანშეწონილობას. ევროპული „რუსული კანონი” გახდა ქართული ოპოზიციური ევრო-სკეპტიციზმის ძირითადი მიზეზი.

ქართული ე.წ. ოპოზიცია ვერანაირად ვერ აუხსნის თავის მომხრეებს ერთი და იგივე ტექსტებისა და შინაარსის მქონე კანონპროექტებს შორის არსებულ სხვაობას. ქართული ე.წ. ოპოზიციისთვის საქართველოს შესვლა „რუსული კანონის” მოქმედების ნებისმიერ – „ამერიკულ-რუსულ”, „რუსულ-ქართულ” თუ „ევრო-რუსულ” გეოლოკაციებში ერთნაირად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, „ევროპული რუსული” კანონის ინიციატორის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობაში, ჩვენი ე.წ. ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამიტომაც ებრძოდა ჩვენი ე.წ. ოპოზიცია საქართველოსთვის „ევრო-რუსული კანონის” ზონიდან „სტატუსის” მინიჭებას. ამიტომ არ აწყობთ მათ ასეთ ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივები. არა – რუსულ ამერიკას, არა – რუსულ ევროპას და რა თქმა უნდა – არა რუსულ საქართველოს. პრინციპებს გაუმარჯოს!“- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ნაც.მოძრაობაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს – ირაკლი კობახიძე
Next: ევროკავშირი ამ კანონს რომ მიიღებს მერე, ნეტავ, ჩვენც არ მოგვთხოვოს მე-10 რეკომენდაციად, თორემ რა გაუძლებს „მარტის კოლექტივს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.