Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება

მარშალ პრესი 29/11/2023
ეკა სეფაშვილი

მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე “ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და გიორგი ამილახვარს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა.

სეფაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სასკოლო განათლებაში არის საშინაო დავალება, განსაკუთრებით, დაწყებითი განათლების საფეხურზე. ამიტომ, დეპუტატმა რეკომენდაციით მიმართა სამინისტროს, მაქსიმალურად შეიზღუდოს საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისთვის, რათა მათ მეტი დრო ჰქონდეთ სხვადასხვა წრეებზე სიარულისა თუ დასვენებისთვის.

სეფაშვილმა ასევე, ისაუბრა პროფესიულ განათლებაზე და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, პროფესიულ განათლებაში მიღებული კრედიტების ასახვა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების 240 კრედიტში, სადაც ეს შესაძლებელია.

დეპუტატის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია პროფესიული და უმაღლესი განათლების მორგება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბაზრის შემდგომი განვითარების განჭვრეტა და ამ მიმართულებით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან მათ უკვე სერიოზული გამოცდილება აქვთ და ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

გარდა ამისა, ეკა სეფაშვილმა მიმართა რეკომენდაციით განათლების მინისტრს, რომ სახელმწიფომ გაზარდოს სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა და მასწავლებელთა მობილობის დაფინანსება.

Post navigation

Previous: 2002 წლის ნოემბერში,პეტრე ცისკარიშვილმა დავით საგანელიძე კასტეტით დაჭრა – ელისო კილაძე
Next: რისთვისაც წელიწადნახევარი გვაბულინგებდნენ და “გვა-სლავა-უკრაინ-ელებდნენ” – დღეს საკუთარი გუშინდელი სპიკერების მხრიდან უბრუნდებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.