Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩემი ღრმა რწმენით, 2024 წლის გაზაფხულამდე ჩამოყალიბდება ახალი ე.წ ოპოზიციური კონფიგურაცია, ალბათ ზურაბიშვილი – ლომჯარიას ირგვლივ

მარშალ პრესი 28/11/2023
ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, მედიასთან ოპოზიციის ახალ კონფიგურაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზურაბიშვილ – ლომჯარიას შეუერთდებიან ცნობადი სახეები, ერთპროცენტიანი, ურეიტინგო ოპოზიციური ბლოკიდან და მათ მიმართ გადანაწილდება პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირიდან და ვაშინგტონიდან.

„ჩემი ღრმა რწმენით, 2024 წლის გაზაფხულამდე ჩამოყალიბდება ახალი ე.წ ოპოზიციური კონფიგურაცია, ალბათ ზურაბიშვილი – ლომჯარიას ირგვლივ, რომელსაც შეუერთდებიან ცნობადი სახეები, ამ ერთპროცენტიანი, ურეიტინგო ოპოზიციური ბლოკიდან და მათ მიმართ გადანაწილდება პოლიტიკური მხარდაჭერა, იგივე ევროკავშირიდან და ვაშინგტონიდან. ალბათ, მათ დააფინანსებენ თავისი არასამთავრობო სექტორის ფონდებით და ა.შ. ამით მიიყვანენ არჩევნებამდე და მისცემენ მძლავრ გზავნილს, მესიჯს, „ნაცების“ ამომრჩეველს – დღეს, თქვენი მამა-მარჩენალი არის ეს ფრთა, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, თქვენც უნდა დაუჭიროთ მხარი, რომ მოხდეს მათ შორის ე.წ შემოქმედებითი სინერგია. მაგრამ ის მარგინალების ფრთა, რომელშიც კოლექტიური ხაბეიშვილები დარჩებიან, ისინი იქნებიან შაჰიდების როლში, რომლებიც თავიანთ მფარველებს ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნიან“, –განაცხადა ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძეს მანდარინების კრეფაში შემოაღამდა და “ავტობუსმა გაასწრო”
Next: აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, „ჯორჯიან ეარვეისი“ თავის ხალხს და ქვეყანას ემსახურებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.