დამღლელი დღის შემდეგ ცხელ აბაზანას ვერაფერი შეედრება. სითბო და კომფორტი დროებით ყველა პრობლემას გვავიწყებს. რელაქსაციის დროს გონებასაც ასვენებ, შემდეგ კი ახალი ძალებით უბრუნდები საქმეს.
განტვირთვა პერიოდულად ყველას გვჭირდება. მსგავსი წუთებით რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, აუცილებელია ოთახში სასიამოვნო სურნელი. ამის არაერთი საშუალება არსებობს. რადგან საყოფაცხოვრებო საკითხები ყველა ჩვენგანს გვაღელვებს, გადავწყვიტეთ, დღეს სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა.
უსიამოვნო სუნის გამომწვევი ფაქტორები
აბაზანაში სასიამოვნო სურნელის შესანარჩუნებლად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გამოარკვიო, რა გიშლის ამაში ხელს. ბაქტერია, ობი, თუ დაგროვილი წყალი? ყველა ამ წყაროსთან სხვადასხვანაირი მიდგომა შეიძლება დაგჭირდეს.
უსიამოვნო სუნთან გასამკლავებელი მრავალი გზა არსებობს და მათი ერთობლივი გამოყენება ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალებაა.
ვენტილაცია
უსიამოვნო სუნთან ბრძოლის ნომერ პირველი საშუალება ოთახის ვენტილაციაა. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდება გამწოვი.
შენს აბაზანაზე მორგებული გამწოვის შესარჩევად ოთახის ფართობი და დიზაინი უნდა გაითვალისწინო. ვენტილატორები ერთმანეთისგან სიმძლავრით, ხმაურისა და ელექტრო ენერგიის მოხმარების დონით, ფერებითა და სხვა დამატებითი ფუნქციებით განსხვავდება. თანამედროვე აბაზანის გამწოვები ხშირად განათებითაც არის აღჭურვილი, რაც ფუნქციონირებას აუმჯობესებს და ესთეტიკურადაც მიმზიდველია.
ბანაობისას ყოველთვის ჩართე გამწოვი. სასურველია, თუ შხაპის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში ვენტილატორს ჩართულს დატოვებ. გამოხსენი კარი, რათა ოთახში ჰაერმა იმოძრაოს. ამ გზით ნესტსა და უსიამოვნო სუნს აირიდებ თავიდან. შეარჩიე უმაღლესი ხარისხის აბაზანის გამწოვი და შენს სააბაზანოში მუდამ სასიამოვნო სურნელი იქნება.
აბაზანის საფუძვლიანი დალაგება
აბაზანის აქსესუარების დაობებას სინესტე იწვევს. ამიტომ, სასურველია მათი ზედაპირების ყოველდღიურად გამშრალება. გარდა ამისა, რეგულარულად უნდა გაწმინდო კაფელის ფილებიც. წყლის წვეთების კედლებზე მოხვედრის შემთხვევაში, ფილებს შორის ხშირია ობის წარმოქმნა.
საფუძვლიან წმენდას საჭიროებს ხალიჩებიც. მათში დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება. ასე რომ, საჭიროა მათი სისტემატური რეცხვა.
უსიამოვნო სუნთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალებები
უსიამოვნო სუნის წყარო ხშირად გაჭედილი ტრაპია. მის გასაწმენდად ტრადიციული საწმენდი საშუალება, სოდა და ძმარი შეგიძლია გამოიყენო. ბუნებრივ საშუალებებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ სუფთა და სასიამოვნო სურნელისთვის. დადგი სააბაზანოს კუთხეში სოდით სავსე ჯამი და დაემშვიდობე უსიამოვნო სუნს.
მცენარეებს დეკორატიული დანიშნულების გარდა, ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვთ. ისინი ჰაერის გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, შეგიძლია, შენი აბაზანის ინტერიერი მცენარეებით გაამრავალფეროვნო, რაც ოთახში სასიამოვნო სურნელის შენარჩუნებაშიც დაგეხმარება.
არომატიზატორები და აეროზოლები
დღესდღეობით თითქმის ყველა აბაზანაში შეხვდები აეროზოლს ან არომატიზატორს. მართლაც, ეს სასიამოვნო სუნის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს აეროზოლები, რომლებიც პერიოდულად, მთელი დღის განმავლობაში, ავტომატურად აფრქვევენ ციტრუსის, ლავანდას ან ნებისმიერ შენს საყვარელ არომატს. ამასთან, შეგიძლია, აბაზანაში სურნელოვანი სანთლებიც დადო. მათი დახმარებით ოთახში მყუდრო გარემოს შექმნი.
შეჯამება
აბაზანაში სასიამოვნო სურნელის შესანარჩუნებლად არაერთი საშუალება არსებობს. საფუძვლიანი დალაგების გარდა, რაც კაფელის ფილებისა და აქსესუარების რეგულარულ წმენდას გულისხმობს, სასურველია, დამატებით სხვა გზებსაც მიმართო. თუ აბაზანის გამწოვი ჯერ კიდევ არ გიყიდია, გირჩევთ, ახლავე შეარჩიო. ეს ოთახის ვენტილაციაში დაგეხმარება. გარდა ამისა, წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ბუნებრივი საშუალებები სასიამოვნო სურნელის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. ასეთებია, მაგალითად, სოდა და ძმარი. დამატებით სასიამოვნო არომატისთვის აეროზოლებიც შეგიძლია დაიხმარო. ჩვენი რჩევების გათვალისწინების შემდეგ კი შენს სააბაზანოში მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო სურნელი იტრიალებს.
