Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს

მარშალ პრესი 28/11/2023
370160907_2071550389847516_8407834085841392795_n

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორ ფოტოს ავრცელებს, სადაც ერთზე პრემიერი ღარიბაშვილი და ევროკავშირის ელჩია საქართველოში, ამ უკანასკნელის ციტატით: „ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა“, ხოლო მეორეზე „ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი არველაძე ციტატით: „არავითარი არჩევნები! მხოლოდ და მხოლოდ – რევოლუცია!“.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გიორგი არველაძის ამ განცხადებას „ნაცმოძრაობა“ უნდა გაემიჯნოს და იგი პარტიიდან გარიცხონ.

„ამ ორი ფოტოდან ერთ-ერთზე ევროპელები არიან გამოსახული, მეორეზე – ემიგრაციაში, ცოლის საცვლებში გახვეული ნეო-ტროცკისტი, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, ჩამოვიდეს, რუსთაველზე ტრიბუნა დაიდგას და მეგაფონით ხელში იყვიროს ის, რასაც კადრულობს. მშიშარა, ლაჩარი, უსამშობლო არაადამიანი – კრებსითი სახე მათი ე.წ. პარტიის „ევროპულობის, დემოკრატიულობის, ცივილიზებულობისა და პოლიტიკოსობის“. ახლა თუ ერთი ადგილი შეგრჩათ – გაემიჯნეთ მის „დემოკრატიულ“ მოწოდებას, სექტანტებო! ეგეც გარიცხეთ თქვენი სამარცხვინო რიგებიდან!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

Post navigation

Previous: სალომემ, როგორც პრეზიდენტმა ფლიდთა, ცრუთა, ჩათლახთა, მედროვეთა, უპრინციპოთა და ათასი რჯულის უსამშობლოთა, ხელზე იმთხვია ყველა, ვინც კი აგინა და სახალხოდ ათრია
Next: ასე გააგრძელონ ერთმანეთის გარიცხვა და 2024 წლის არჩევნებისთვის თვითონ „ნაცმოძრაობას“ გარიცხავს ხალხი პოლიტიკიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.