Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ შეიძლება ჩვენ ყველაფერზე წავიდეთ ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, გამოდის, რომ ვერსადაც ვერ შევალთ

მარშალ პრესი 28/11/2023
დავით კაჭარავა

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 9 რეკომენდაციის შესრულების მექანიზმზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ და განაცხადა, რომ მოთხოვნების იმპლემენტაციისათვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფები.

„ეს არის პროცესი… როგორც ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფები 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, ისევე შეიქმნება ჯგუფები, რომელშიც ვიმუშავებთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში. ეს არის პროცესი და გაწევრიანება ხვალვე არ ხდება.

არარეალურია განცხადება – ხვალვე ევროკავშირში გვინდა, ვინაიდან ამას იმდენი სამართლებრივი საკითხი სდევს თან, რომ ჩვენ „გვინდა“ უცებ ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გააგრძელოს სწორი მიმართულებით სვლა – ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტის, ისტორიის, საკუთარი უფლებების დაცვით. ჩვენ ჩვენი ინტერესი ევროპასთან მიახლოებასთან ერთად, არ უნდა დავკარგოთ. არ შეიძლება ჩვენ ყველაფერზე წავიდეთ ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, გამოდის, რომ ვერსადაც ვერ შევალთ,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: 400$ ღირს ნაც.მოძრაობის მანდატი დახლქვეშ,უცხოეთში წამსვლელებისთვის – ელისო კილაძე
Next: ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს – სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა – ევროკავშირის ელჩი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.