Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა

მარშალ პრესი 27/11/2023
დავით ქართველიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, ტრადიციულად გაუგებარია.

„ქვეყნის ე.წ-მა პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა ამ დღეებში.

აწიო, ჩინური კალენდრით, მომდევნო „დრაკონის” წელი იმისთვის ეძლევაო საქართველოს, რომ ასოცირების ტრიოს ორ დანარჩენ მონაწილეს დაეწიოს. კერძოდ, მოლდოვასა და უკრაინას: დაეწიოს და გაისად მაინც მოასწროს საკუთარ თავზე დამანგრეველი ომის პროვოცირება მოახდინოს.

დაეწიოს და სადღაც 50 ათასი მსხვერპლი და მილიონნახევარი ლტოლვილი გამოიწვიოს. დაეწიოს პორნოგრაფიის ლეგალიზებისა და ერთსქესიანთა ქორწინების კანონების მიღებით, მასშტაბური პრაიდ-კვირეულის ჩატარებით. დაეწიოს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ტელევიზიების დახურვით, ხოლო მათი ლიდერების დაპატიმრებით. ასევე, დაეწიოს გაღატაკებული ეკონომიკით და მისი ზრდის ტემპის უარყოფითი ნიშნულით. ზურაბიშვილის ამ მოთხოვნებში ნაწილი მისაღებია და განხილვას ექვემდებარება,“ – წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: აბა, ზელენსკის ფანობა, როგორ ხართ? – ზურაბ ქადაგიძე
Next: ავთანდილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტზე გიორგი გოგოტიშვილის შესახებ – ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.