IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე უარს ამბობს. მარია ზახაროვამ ამის შესახებ ბრიფინგზე  ისაუბრა.

„რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ოფიაციალური თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო. საქართველო აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

გრძელდება „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწინააღმდეგო მოქმედების თემით პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ფონზე არ შეიძლება წუხილს არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე, არსებულ პრობლემებეთან დაკავშირებით, პირველ რიგში სასაზღვრო დოსიეზე.

რუსეთისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პოზიციები ემთხვევა, რაც ნიშნავს მაქსიმალურად სრული და ქმედითი დიალოგის არხების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის რთული სამუშოს გაგრძელება მხარეების სტიმულირების მიზნით, გამოავლინონ თავშეკავება, რომ ეძებონ პოზიციების კომპრომისული ურთიერთგაცვლა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის.

გამოითქვა მზადყოფნა, აუცილებლობის შემთხვევაში კონტაქტები გაგრძელდეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმით და შეთანხმდა, რომ ჟენევის დისკუსიების ჩატარების შემდგომი რაუნდის ვადა უკვე ფიზიკური დასწრების ფორმატით, განისაზღვრება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და ჩვენი ქვეყნების სანიტარული ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება