Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

წყალტუბოს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნარგიზა ტყაბლაძემ პარტია და ფრაქცია დატოვა

მარშალ პრესი 24/11/2023
393791935_3491869047792315_5514591936466290550_n

„პირადი განცხადებით ვტოვებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 2004 წლიდან ვარ ამ პარტიაში. ურთიერთგაუგებრობა არის პარტიაში და ამ მიზეზით დავტოვე“ -ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნარგიზ ტყაბლაძემ განაცხადა.

ნარგიზა ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან საუბარი არ ჰქონია და სხდომაზე გახდა ცნობილი მისი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საკრებულოში საქმიანობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

„დღეს გავაკეთე პირველად განცხადება. არც იციან რომ დავტოვე.

დღეს, კრებაზე გაჟღერდა ეს განცხადება. [საკრებულოში] დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას. კითხვაზე, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა იფიქრებდა თუ არა პარტიიდან წასვლაზე, ტყაბლაძემ აღნიშნა, რომ არა. აქვე, მან აღნიშნა, რომ პარტიის ორად გაყოფა მომავალში მათ საქმიანობას უშლის ხელს. „ალბათ არ ვიფიქრებდი წასვლაზე. როცა არ არის ერთიანობა, იქ რა თქმა უნდა მომავალში წარმატებებს და საქმიანობას უშლის ხელს“- აღნიშნა ნარგიზა ტყაბლაძემ

Post navigation

Previous: გააქირავე ბინები დღიურად, მიიღე მარტივი შემოსავალი
Next: მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.