“წლებია შარდენზე არ ვყოფილვარ. დღეს მოვხდი და ]მთლად ღაზას სექტორს დამსგავსებია”- წერს სოციალურ ქსელში ტვ “პირველი”-ს წამყვანი ვიკა ბუკია.
“კლუბში უკიდურესად უკმაყოფილო ხალხია შეკრებილი. განსაკუთრებით ბიჭები და დინამიკებს შორის დადიან. არ ცეკვავენ, არ იცინიან, არ ლაპარაკობენ. დადიან, დადიან, დადიან ამ საოცრად გაბრაზებული სიფათებით. მიცვალებულს ალბათ ზუსტად ასე კრუგავენ. ჯვარი სწერიათ. მაგრამ ამაზე შეწუხებული ვერ ექნებათ სახე, შეუძლებელია.
და ამას ისევ აკეთებენ: ხელში უჭირავთ ლაპატნიკი, სათვალე, მანქანის გასაღები და ამ ყველაფერს მაგიდაზე დაახვავებენ შემოსვლისას. ცხადია, სახე უცვლელია.
სულ მინდა დავუარო და ვკითხო ყველას: ბიჭებო, რამე ხომ არ გიჭირთ? რამე ხომ არ გაწუხებთ? წადით სახლში, ჩვენ ვიმორიგევებთ აქ, კაცო.
მიყვარს”- წერს ბუკია.
