Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან: „სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2 ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ”

მარშალ პრესი 24/11/2023
ნოდარ შეროზია

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია მხარს არ უჭერს ბიუჯეტს და აცხადებს,რომ ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში.

„მე მაქვს კითხვა ვისთან გაიარეთ საკრებულოს ბიუჯეტი. ჩემთან არ გაგივლიათ. 24000 ლარი, რომელიც ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პრემიების საკითხს, ეს თანხა არის ამოღებული. ეს იყო დანამატი. 78000 ლარი არის მოთხოვნილი და 28000 ლარით არის დაკმაყოფილებული. აქ ჩაშლილია, თაბახის ფურცლების შეძენის საკითხი, საკანცელარიო საქონელი, პრინტერების შესყიდვა, გამათბობლები, მაგიდა, კომპიუტერის აქსესუარები.“ – განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

მისივე თქმით, საკრებულოს თანამშრომლებს თავად მოუწიათ სარვამარტოდ თანხის შეკრება, რათა ქალბატონებისთვის იები ეყიდათ.

„სარვამარტოდ ფული შევაგროვეთ და ისე ვუყიდეთ ქალბატონებს 2 ლარიანი იები. ჩვენ ასეთ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ. ეს არ არის სწორი ბიუჯეტი თვითონ საკრებულოსთან მიმართებაში.“ – აღნიშნა ნოდარ შეროზიამ.

Post navigation

Previous: რესპუბლიკელები არც კი ვბაქიბუქობთ, რომ გინდა თუ არა გადავლახავთ ბარიერს – დავით ბერძენიშვილი
Next: კობა ნაყოფია ვარდების რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.