Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სარეცელს გაიყოფს, გახარია-ლომჯარიასთან და ერთკაციან პარტიებთან, ნელ-ნელა კონტურებს იძენს

მარშალ პრესი 22/11/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომელიმე ოპოზიციური პარტიისა და დავით ზურაბიშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის გამოირჩეოდა პარაზიტობით და ახლაც ცდილობს სარგებელი ნახოს

. „პარაზიტები საშოვარზე გამოვიდნენ… ურეიტინგო პარტიების ავანგარდში ყოველთვის „რესპები“ ლიდერობდნენ და ახლაც, როგორც ყოველთვის, მოლოდინში არიან.

მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სარეცელს გაიყოფს, გახარია-ლომჯარიასთან და ერთკაციან პარტიებთან, ნელ-ნელა კონტურებს იძენს და დიდი ალბათობით, ასეც მოხდება…

ჰოდა, „რესპებიც“ რისი პარაზიტები არიან, რომ პირველი არ მიეწებონ ამ პროცესს და სარგებელი არ ნახონ?! თუმცა, ამ ბატონს ერთი რამ ავიწყდება: გინდ „მესამე ძალა“ და გინდ „მეათე“ დაარქვით, არითმეტიკულად ყველა ნული ხართ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წლის არჩევნები პრეცედენტული გახდება ყველა უსამშობლოსა და გავლენის ბენეფიციარისათვის, რადგან მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს: სუვერენულ და დოტაციურ სახელმწიფოს შორის; ეროვნულ ინტერესსა და გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას შორის; რეალ-პოლიტიკასა და ფსევდო-დემოკრატიას შორის; ეროვნულ იდენტობასა და ლიბერალურ ფაშიზმს შორის. ჰოდა, 2024-ის არჩევნების შემდეგ უსამშობლო პარაზიტებისათვის პოლიტიკური სივრცე ვეღარ იარსებებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: დაშვებული შეცდომისთვის ბოდიშს ვუხდი ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგოვად შრომობს
Next: კახა კალაძემ აშშ-ის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.