Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი რაც სააკაშვილს აქვს, არის ის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს არის შეუძლებელი

მარშალ პრესი 21/11/2023
თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არის შეუძლებელი.

“კანონი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და გასცემს პასუხს. არის მიმდინარე საქმეები, რომლებშიც (უდანაშაულობის პრეზუმპციას, რა თქმა უნდა, არ დავარღვევ, მაგრამ დიდი ალბათობით), მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი რაც მას აქვს, არის ის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს არის შეუძლებელი, რადგან სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება ამგვარ პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული. გამორიცხულია, ის იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში იმ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც ახლა არის მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლიდან დღემდე კანონზე მაღლა საქართველოში არავინ დგას, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტი.

სწორედ ამიტომ ამოქმედდა ის პროცედურები და სამართლებრივი მექანიზმები მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, რომ დიახ, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს არის ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს ძალიან სწორი ხედვა და ხელწერა,” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: უკვე 2027-2030 წლებისთვის ერთ სულზე წლიური შემოსავალი გვექნება, დაახლოებით, 10 000 -12 000 $ – ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ
Next: გასვლითი შეხვედრები დაწყებული აქვს საემიგრაციო წრეებში ერთ-ერთ სტომატოლოგს [სოფო ჯაფარიძეს]. შეხვედრები ტარდება იმ ადამიანებთან, რომლებმაც „გადაარჩინეს თავისი კბილები“ საქველმოქმედო ამოღებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.