Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რეგიონებში დასრულდა

მარშალ პრესი 21/11/2023
400160002_359725726471172_912034604090489646_n

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარესა და რეგიონებში დასრულდა.
ბოლო კონფერენციები დღეს ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში ჩატარდა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

• „ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს;
• ჭიათურის ორგანიზაციას – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე;
• საჩხერის ორგანიზაციას – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი;
• ზესტაფონის ორგანიზაციას – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი;
• თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე;
• ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი;
• სამტრედიის ორგანიზაციას – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე;
• ხონის ორგანიზაციას – ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;
• წყალტუბოს ორგანიზაციას – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.
• ქუთაისის ორგანიზაციას – ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე,
• ვანის ორგანიზაციას – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი
• ბაღდათის ორგანიზაციას – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე.

სულ „ქართული ოცნების“ კონფერენციები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 73 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

Post navigation

Previous: თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?
Next: უკვე 2027-2030 წლებისთვის ერთ სულზე წლიური შემოსავალი გვექნება, დაახლოებით, 10 000 -12 000 $ – ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.