Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ობიექტურად რომ შევაფასოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცების ტელევიზიები დაიხურება, მაგრამ ეს არ მოხდება. დემოკრატია მსხვერპლს მოითხოვს

მარშალ პრესი 21/11/2023
მამუკა მდინარაძე

დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ობიექტურად რომ შევაფასოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცების ტელევიზიები დაიხურება. ეს ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული ის, რომ კი, დეზინფორმაციას ავრცელებენ ეს ტელევიზიები უმეტესწილად, მაგრამ დემოკრატია მოითხოვს მსხვერპლს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ხარისხი შემცირდეს და ამავდროულად ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.

„ამ მსხვერპლზე ჩვენ მივდივართ და კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული რა მსხვერპლზე უნდა ვიაროთ და რა გზაზე და შესაბამისად პლურალიზმს არამხოლოდ კონსტიტუციურ პრინციპად და მერე დაბალანსებას კონსტიტუციურ პრინციპებში განვიხილავთ და ბარიერთან მიმართებაში, არამედ აზრის გამოთქმასთან და მის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც და ამიტომ, საზოგადოებამ რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, ტყუილი და მართალი, ამიტომ, თქვენც, რაც შეიძლება თავისუფლად, როგორც დღეს გეძლევათ საშუალება, ასე უნდა მოგეცეთ მუშაობის საშუალება. ამიტომ ეს ცოტა რთული ამოცანაა, თუმცა სახელმწიფო და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ხარისხი შემცირდეს და თან თქვენ არაფერი დაგიშავდეთ.ვიაროთ ისე, რომ ვიღაცამ არ დაარქვას ამას შეზღუდვა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში − ლეო დოქერტის შეხვდა
Next: თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.