Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 20/11/2023
ვატო შაქარი

დღეს, ნაც-მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან იმის გამო, რომ საქართველო უარს ამბობს ომის სცენარზე! – წერს ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ აშშ-ში ემიგრანტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადების თაობაზე.

შაქარიშვილის თქმით, ის დრო დასრულდა, როდესაც თემურ ალასანიას ბრძანებით ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა.

„წელიწადზე მეტია, მთელი ოპოზიცია თავის საგარეო პატრონებიანად ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბუნებაში არ არსებობს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი და გეგმა.
დღეს, ნაც-მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან იმის გამო, რომ საქართველო უარს ამბობს ომის სცენარზე! თურმე უკვირს 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემოქმედს, რატომ ვამბობთ უარს ჩვენს ძმებთან ომზე და რატომ ვირჩევთ მშვიდობას…

რატომაც არა, კიდევ ერთხელ იომონ ერთმანეთში, დაიხოცოს ახალგაზრდობა, დაინგრეს ქვეყანა… თვითონ მილიარდებს ხო იშოვნიან, უფროსების დავალებას რომ შეასრულებენ ხომ დაჯილდოვდებიან..?! შესაძლოა ძალაუფლებაც დაიბრუნონ… მერე რა, რომ მიწასთან გასწორებული და სისხლით მორწყული იქნება… მთავარია, რომ მათი იქნება…
ის დრო, დიდი ხანია დამთავრდა ბიძია თემურ, თქვენი ბრძანებით, როცა ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა! ჩვენ ქვეყანას ცეცხლს ვეღარ მოუკიდებთ!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვემზადებით გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ? – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
Next: რა მოუტანა 23-მა ნოემბერმა, ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, მგონია, რომ ერთ მდინარეში, რომელიც ძალიან დააბინძურეს, მეორედ შესვლას ქართველი ხალხი აღარ დააპირებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.