Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომში საქართველოს ჩართვა

მარშალ პრესი 02/05/2022
ირაკლი კობახიძე

თუკი ვინმე ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომში საქართველოს ჩართვა – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი.

„თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს მომავალში სააკაშვილის სადმე გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – ეს არის ომში საქართველოს ჩართვა. ძალიან მკაფიოდ ვამბობ ამას კონკრეტულ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით. ვერანაირ გადაცემაზე და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, ბუნებრივია, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის წევრობისთვის შეუსაბამოა, ერთ-ერთი ინდიკატორია იმის დასახასიათებლად, რას წარმოადგენს საქართველოში „ნაცმოძრაობა“
Next: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.