Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია სოფო ჯაფარიძის აქტივობებით

მარშალ პრესი 20/11/2023
მიხეილ სააკაშვილი

დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ემიგრანტებთან მჭიდროდ ვიყოთ დაკავშირებული, რადგან ოლიგარქის დამარცხების საქმეში სწორედ მათ შეუძლიათ თქვან გადამწყვეტი სიტყვა.’– წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის სოციალურ ქსელშო გამოქვეყნდა და გამოეხმაურა სოფო ჯაფარიძის შეხვედრას ამერიკაში მცხოვრებ მის მხარდამჭერებთან.

“საქმე ძალიან ბევრია, უცხოეთში არც ერთი ხმა არ უნდა დავკარგოთ.

მოხარული ვარ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში სოფო ჯაფარიძე ჩაერთო და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს შეხვდა. თქვენი წერილებისა და მოსაზრებების მიმართ დიდი მოლოდინი მაქვს.

საქართველოს გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი ენერგია და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება უმოკლეს ვადაში უნდა მოვახერხოთ! ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს მსოფლიოს გამორჩეულ სახელმწიფოდ ქცევას!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Post navigation

Previous: მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი
Next: რატომ არ აქვს ნაც.მოძრაობას არსებობის უფლება? – ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს – ანუნა ახალაია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.