Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამზადებული ჰქონდათ რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა და ადამიანებმა, რომლებიც ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გააცნობიერეს, რომ მათთვის აღარ იქნებოდა მომგებიანი სტატუსის დაბლოკვა

მარშალ პრესი 19/11/2023
ირაკლი კობახიძე

პირველივე დღეებიდან ნათელი გახდა, რომ ოპოზიცია და მათი ლობისტები, ამ საკითხს განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტს არა ევროკავშირთან საქართველოს დასაახლოებლად, არამედ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე საუბრისას ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემაში “კვირის პოსტი” განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა რევოლუციის მოწყობა სცადა, რასაც კონკრეტული ევროპარლამენტარებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა, მათ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს.

“მაშინ მოეწყო ცნობილი ბაკურიანის შეკრება, სწორედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას დაუკავშირეს მათ რევოლუციური გეგმები, რაც მათ სცადეს კიდეც. გახსოვთ, ივნისში, რადიკალურმა ოპოზიციამ “ენჯეოებთან” ერთად სცადა რევოლუციის მოწყობა, ოდიოზური ევროპარლამენტარები პირდაპირ მხარს უჭერდნენ რევოლუციურ გეგმას, ერთვებოდნენ ხოლმე შესაბამის მიტინგებზე.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში და მის გარშემო მომხდარი ცვლილებების გამო, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბლოკავდნენ, გააცნობიერეს, რომ ეს ნაბიჯი მომგებიანი აღარ იქნებოდა. “მათ ჰქონდათ ივნისისთვის გამზადებული რევოლუციური გეგმა, ასევე ამ წლის ბოლოსთვისაც ჰქონდათ გამზადებული რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის გარშემო და ასეთ ვითარებაში, იმ ადამიანებმა, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გააცნობიერეს, რომ მათთვის ახლა აღარ იქნებოდა მომგებიანი სტატუსის დაბლოკვა ჩვენი ქვეყნისთვის.

საბოლოოდ, არ გამოუვიდათ იმ შედეგის მიღწევა, რომელიც მათი მხრიდან იყო დასახული, თორემ, რა თქმა უნდა, თითოეული ეს ნაბიჯი გათვლილი იყო იმაზე, რომ ბოლოს არ უნდა მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე უნდა შემდგარიყო რევოლუცია.” – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
Next: სალომე ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, პირდაპირ ჩაერთო კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.