“ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ პირობა შევასრულო და ბრძოლა გავაგრძელო. ღრმად მჯერა, რომ უბრალოდ არ უნდა შევეგუოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით გამარჯვებულები. ასე რომ მე ვუყურებ და ვიქნები ჩემ ტკბილ საქართველოში, ვიდგები ჩემ გზაზე. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემ ფიქრებში”- განაცხადა ნიკა გვარამიამ 18 ნოემბერს, ნიუ-იორკში, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ, მისთვის გადაცემული ჯილდოს შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
8 წუთიან გამოსვლაში მან გაიხსენა მისი ოჯახის წარსული, მისი მამა, რომელიც 1969 წელს დააკავეს განსხვავებული აზრისა და აკრძალული ლიტერატურის გავრცელების გამო.
