Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები – ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით. ამერიკაში და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, სადაც ელექტრონული არჩევნებია, რუსული წესით ტარდება?

მარშალ პრესი 18/11/2023
გია ცაგარეიშვილი

ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო.

უამრავი კონფერენცია მახსოვს, იმდროინდელი ოპოზიციის უამრავი თავყრილობა, რომელიც ითხოვდა სწორედ ელექტრონული წესით არჩევნებს, ახლა ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ამ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით. რატომ, ამერიკაში რუსული ყაიდით ტარდება არჩევნები და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, სადაც ელექტრონული წესით არჩევნებია, რუსული წესით ტარდება არჩევნები? – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: გვარამიას ვისურვებდი პრემიერად, პრეზიდენტადაც – მეგი გოცირიძე
Next: ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილმა რეაბილიტაციამ შეაღონა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.