პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ

141
წაკითხვა/ნახვა

პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბჭო დღეს არაერთ საკითხზე იმსჯელებს.

„დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას ახასიათებს უფრო მაღალი დადებითობის მაჩვენებელი და დღიური ინფიცირება, მაგრამ პარალელურად, ჩვენთვის მთავარია, წავახალისოთ მეტი ვაქცინაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ტურისტული ობიექტები აქტიურად არიან ჩართული. როგორც თურნავამ აღნიშნა, აცრას თავადაც გეგმავს.

„იცით, რამდენიმე ხნის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის ინდუსტრია გამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით, დავიწყეთ განაცხადების მიღება. პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები. მათთან ერთად, თავადაც ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში 4-11 მაისი უქმე დღეებად არის გამოცხადებული. 12 მაისის ჩათვლით მოქმედებს შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ამასთან, ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

კომენტარები
მოწონება