Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„პენიტენციური სისტემის თანამშრომლები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში იმყოფებიან, უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით“

მარშალ პრესი 17/11/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სისტემის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტულია. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა დაინერგა და 24-საათიან ცვლაში მომუშავენი უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით.

„ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე და მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ დავიწყეთ კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში თანამშრომლები უკვე უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით – ვგულისხმობთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც არიან სამორიგეო ცვლაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში  მინისტრის საათის  ფორმატში გამოსვლისას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები კი, დღის განმავლობაში უფასო კვებით ერთჯერადად არიან უზრუნველყოფილი.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრებს მკურნალობის ნაცვლად აწამებდნენ, დღეს კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება არა მხოლოდ მსჯავრდებულებს, უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ
Next: ჩვენ ძალიან თბილად ვიღებთ საქართველოს დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, ეკონომიკური წარმატება – რობინ დანიგანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.