Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ

მარშალ პრესი 17/11/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა და მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და პატიმრებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება. რა თქმა უნდა, ეს არის, ასევე, მათი რესოციალიზაციის ქმედითი კომპონენტი. მოგეხსნებათ, მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს ციხის ტერიტორიას, მას ექნება სრული შესაძლებლობა, ზუსტად ისევე განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, როგორც ციხის გარეთ მყოფმა სხვა ადამიანმა. ეს არის სამართლის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სამართლის წინაშე იმის მიხედვით, თუ სად არიან ისინი, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გახსნის დღიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე იუსტიციის სახლები 500-მდე მომხმარებელს მოემსახურა.

Post navigation

Previous: როგორც პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ შანსი მისცემოდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ
Next: სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Le Mond-თან არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.