Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც ქართველების (დამიჯერეთ, ასევე, ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და – სტრატეგიული პარტნიორიც

მარშალ პრესი 16/11/2023
ქართველიშვილი

„ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას – ვაშინგტონიდან ტოკიომდე.

„დანაღმულ ველზე წინსვლის მსგავსად შეგვიძლია ფრთხილად განვსაზღვროთ ის აქცენტები, რომლებმაც უნდა განაპირობონ ქვეყნის განვითარება უახლოეს 5-6 წელიწადში. არც მეტი ვთქვათ, ამ ეტაპზე, არც – ნაკლები; არც მწვადი დავწვათ, არც – შამფური…

სოხუმის, ცხინვალისა და თბილისის თანაცხოვრება სამივესთვის მისაღებ სამართლებრივ ფორმატში – იყო, არის და იქნება ქვეყნის მოკლევადიან, და არა – გრძელვადიან გეგმებში;

მსოფლიოს ყველა ის გავლენიანი სუბიექტი, ვინც ქართველების (დამიჯერეთ – ასევე, ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) ამ სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და სტრატეგიული პარტნიორიც – ამ კუთხით შესაძლებლობების ფანჯარა ყველას აქვს გახსნილი;

ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში;

ჩვენი ეროვნული მიზნის მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას – ვაშინგტონიდან ტოკიომდე, მაგრამ, ამ გამოყენებას არც ჩვენთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ მოუთმენლობასა და არც სუბიექტურ მიუღებლობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს;

საქართველოს ორგზის (1783 და 1920 წ.წ.) უკვე ჰქონდა რუსეთთან tet-a-tet მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების წარუმატებელი მცდელობა. გვეყო, აღარ ვიჩქაროთ. ძლიერი და გავლენიანი შუამავლის მონაწილეობით „დავიჯავშნოთ“ ჩვენი წარმატებული მომავალი!

ვისაც საქართველოს ეს პერსპექტივა გაშინებთ – დაგინახეთ! „სტუკა-სტუკა“ – გამოდით! Game over“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ მსოფლიოშიაბსოლუტურად დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა არ არსებობს, მაგრამ არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს არ უნდა მივცეთ ზემოდან ყურების საშუალება
Next: თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.