“ბოდიშიც არ გვიშველის ამ ბიჭთან”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე.
ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუს რადიო თავისუფლებასთან, სადაც ის ამბობს:
“ისეთი ცხოვრება მქონდა ბავშვობიდან, სტოიციზმი მიდუღს ვენებში და დიდად არ მაღელვებს [გამამტყუნებელი განაჩენი თუ იქნება]. Როგორც ეს 7 თვე გავიდა, ისე გავა წლებიც”- ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.
