Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შეხვდა

მარშალ პრესი 15/11/2023
370169087_865043971778436_5734896014438089880_n

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 300-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა და პედაგოგების პოზიციები მოისმინა სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითოეულ პედაგოგს საშუალება ჰქონდა მისთვის საინტერესო საკითხზე პირადად მინისტრისგან მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია.

მასწავლებლებთან შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ს ახალი ელჩი შეიგრძნობს რეალობას – გურამ მაჭარაშვილი
Next: ვის მისცემდით ხმას მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს? – IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.