Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 14/11/2023
ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული.

„პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება. ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გვაქვს საშუალება, პარტიულად დავუკვეთოთ კვლევები და ჩვენი მონაცემების მიხედვით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩატარებულა, სადაც 50%-ზე ნაკლები შეიძლება გვქონოდა, 55%-ზე მეტი იყო ჩვენი რეიტინგი უმეტეს შემთხვევაში
Next: იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით ყოველ ჩვენს გამოსვლაში, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.