Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჯეიკ სალივანი: აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით “ფანჯარა იხურება”

მარშალ პრესი 14/11/2023
სალივანი

აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააკმაყოფილოს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინის თავდაცვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„რაც უფრო მეტი კვირა გადის, ჩვენი შესაძლებლობები, სრულად დავაფინანსოთ უკრაინისთვის აუცილებელი შესაძლებლობების გამოყოფა, რათა მან დაიცვას საკუთარი ტერიტორია და წინ წაიწიოს, სულ უფრო რთულდება. ასე რომ, ჩვენთვის ფანჯარა იხურება“, – აღნიშნა სალივანმა.

ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, მიიღო კანონპროექტი ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე. უკრაინის დახმარება ამ კანონპროექტში არ იყო ნახსენები. ამის შემდეგ კანონპროექტი სენატმა დაბლოკა, სადაც უმრავლესობა „დემოკრატიულ პარტიას“ აქვს – მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესის ორივე პალატა მიიღებს ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს, რომელშიც უკრაინა არ იქნება ნახსენები, ის დოკუმენტს ვეტოს დაადებს.

Post navigation

Previous: საზოგადოებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეიფორია ჯერ კიდევ არ განელებულა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, სამწუხაროდ, უკვე მოასწრეს იმის შეხსენება, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ ისევ ისეთივე უდიერი დამოკიდებულება აქვთ
Next: „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა გვერდი აუარეს თავდამსხმელთა თავდაცვას „ოპერაცია ტრიანგულაციის“ კამპანიისას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.