Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა “ლუზერიც” იყო ის დარჩა – ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე

მარშალ პრესი 14/11/2023
ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ხაზარაძე აცხადებს, რომ „ნამდვილად არ მინდა ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რეაქციონერი “კომსომოლიდან”, შევარდნაძე-გოცირიძის დაფრთიანებული “ცეხავიკობით” გააგრძელა და სააკაშვილის ჯიბის ბანკირად იქცა, სადაც ხან პოლიტიკური დაკვეთებითა და ხანაც პირადი მიზნებით გააკოტრა ბიზნესმენები და ციხის შიშით დაათმობინა კაპიტალი მეწარმეებს, ყვლიფა მოსახლეობა და სახლებიდან გამოყარა ნახევარი საქართველო.

„ამას მალე წითელ წიგნში შეიყვანენ, როგორც გადაშენების პირას მყოფი “ლუზერი”… მთელი მისი ბიოგრაფია- რეაქციონერი “კომსომოლიდან”, შევარდნაძე-გოცირიძის დაფრთიანებული “ცეხავიკობით” გააგრძელა და სააკაშვილის ჯიბის ბანკირად იქცა, სადაც ხან პოლიტიკური დაკვეთებითა და ხანაც პირადი მიზნებით გააკოტრა ბიზნესმენები და ციხის შიშით დაათმობინა კაპიტალი მეწარმეებს, ყვლიფა მოსახლეობა და სახლებიდან გამოყარა ნახევარი საქართველო…

როდესაც შანსი მიეცა, მართლა საკუთარი უნარებით ეხელმძღვანელა; • რეგიონული მნიშვნელობის პროექტი “ანაკლია”, სადაც სახელმწიფომ ხელი შეუწყო და ყველანაირი პირობა დაუკმაყოფილა- ჩააგდო. • ოპოზიციის ლიდერობა იტვირთა, პარტია შექმნა და “ბეიბისითერადაც” ვერ ივარგა, იხვეწებოდა- ბავშვს მე დავიტოვებო, მაგრამ “ორი ბატი” არავინ ანდო. მოკლედ, რა “ლუზერიც” იყო ის დარჩა და სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება, ზედგამოჭრილია მასზე- ხანდაზმული თაღლითი!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დავით ნებიერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავი გადადო, განიცდის უდიდეს წნეხს და ახლა მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ არის (ვიდეო)
Next: საზოგადოებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეიფორია ჯერ კიდევ არ განელებულა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, სამწუხაროდ, უკვე მოასწრეს იმის შეხსენება, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ ისევ ისეთივე უდიერი დამოკიდებულება აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.