Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალამ“ იკისრა ეთქვა სიმართლე, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ

მარშალ პრესი 13/11/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე “ხალხის ძალა” მომავალშიც ხმამაღლა ისაუბრებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს გზა არ იქნება მარტივი. ამ გზაზე იქნება სირთულეები და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მცდელობები, რაც შესაძლოა, სადღაც დიდ სცენარში ქვეყნების საერთო ინტერესებს ემთხვევა, მაგრამ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ საზიანო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სიფხიზლე აუცილებელია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ზღაპრულ მოლოდინებს. კარგია ის, რაც მივიღეთ, გარკვეული გზა გავლილი გვაქვს, მაგრამ უმთავრესი ისევ გასავლელია.

ამიტომ „ხალხის ძალამ“ ეს როლი იკისრა და სიმართლემ, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ შევძელით გვეთქვა, თავისი პოზიტიური როლი შეასრულა. ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ და ამ როლიდან ჩვენ არ გავალთ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ხალხის ძალა“ არ გამორიცხავს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებას და ამ პროცესში რეგიონების უფრო მეტად ჩართვას აპირებს. „შესაძლოა ჩვენი პოლიტიკური აქტივობა ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს.
ჩვენ, „ხალხის ძალის“ დეპუტაციას გვქონდა ორი დღის წინ საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა რეგიონებში მხარდამჭერებთან, ერთმანეთს ვუთხარით სათქმელი და დავგეგმეთ ერთად საკეთებელი საქმე სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტითაც ახლა ვსაუბრობ. მინდა გითხრათ, რომ მათი მუხტი გაზრდილია, მათი შინაგანი რწმენა უფრო ჩამოყალიბებულია და ისინი ითხოვენ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში და ეს ძალიან კარგია. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონებშიც მოვაწყობთ შეხვედრებს და უფრო მეტს გავესაუბრებით საზოგადოებას, მათ, ვისაც არ ჰქონია აქამდე ამის შესაძლებლობა და ასეთი აქტივობები იქნება მრავალი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
Next: სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე, გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა პრემიერ-მინისტრს და ჩვენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.