Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ამერიკის ახალ ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 13/11/2023
402310604_906556404168492_7661404710856279118_n

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ირაკლი კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და სხვა.

ირაკლი კობახიძემ რობინ დანიგანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება, ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე
Next: “პრეზიდენტმა კიდეც რომ შეიწყალოს სააკაშვილი, ის ვეღარ შექმნის პოლიტიკურ ამინდს საქართველოში, სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.