Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რადიკალების წახალისება და იმედს ვიტოვებ, ბარიერი დარჩება ისეთი, როგორიც არის და პარაზიტებს არ მიეცემათ საშუალება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის ჯანჯღარი

მარშალ პრესი 13/11/2023
ედიშერ გვენეტაძე

„რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი მესიჯი შემოაგდო – ბარიერის დაწევა უნდათ ცხადია, განულებულ ოპოზიციას ამის თავი არ აქვს, ეს გარედან, საქართველოში სიტუაციის არევის მსურველთა მიერ ნაკარნახევი მესიჯია“-ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 “რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი მესიჯი შემოაგდო – ბარიერის დაწევა უნდათ ცხადია, განულებულ ოპოზიციას ამის თავი არ აქვს, ეს გარედან, საქართველოში სიტუაციის არევის მსურველთა მიერ ნაკარნახევი მესიჯია, რომელსაც ორი მიზეზი აქვს 1 – მას შემდეგ, რაც რევოლუციური გეგმა ჩაიფუშა, რადიკალებს ხელოვნური სუნთქვის რეჟიმზე გახანგრძლივება ესაჭიროებათ. სტატუსის მიღების შემდეგ მათ ზრუნვა დაიწყეს პოსტსაარჩევნო პერიოდზე, რომ როგორმე მოახერხონ და სიტუაცია არიონ. კერძოდ, დაბალი ბარიერის შემთხვევაში არის შანსი, რომ რამდენიმე პარტიამ მოახერხოს მანდატის მოპოვება.

არჩევნების შემდეგ კი, ისინი ნაცად გეგმას აამუშავებენ და უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე. ცხადია, რამდენიმეპარტიან ბოიკოტს უფრო დიდი გამოხმაურება ექნება, ვიდრე მხოლოდ ნაცების. 2- დაბალი ბარიერის შემთხვევაში რადიკალებს მაინც აქვთ იმედი, რომ მანიპულაციებით, წვალებით, არეულობით, ბუნტით – შესაძლოა შეკრან კოალიცია და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რადიკალების წახალისება და იმედს ვიტოვებ, რომ ბარიერი დარჩება ისეთი, როგორიც არის და პარაზიტებს არ მიეცემათ საშუალება- კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის ჯანჯღარი!”-წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იმსახურებდა, რატომ არ გააფორმეს მასთან ასოცირების ხელშეკრულება?
Next: კვლევა რომ დაგიწერიათ ბანდიტი კეზერას კაბინეტში, 100% მდე მაინც დაგემრგვალებინათ – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.