Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მადლობა ჩვენს უწმინდესს, ასეთი მკაფიო განცხადებისათვის – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 10/11/2023
ზურაბ ქადაგიძე

ფაქტობრივად, ამ განცხადებით დასრულდა ის ინსინუაცია, რასაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს გარე თუ შიდა მტერი. – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დროა, ყველამ გაუსწოროს თვალი იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარმატებას ვერავინ მიიწერს ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების გარდა.

“მადლობა ჩვენს უწმინდესს, ასეთი მკაფიო განცხადებისათვის.

ფაქტობრივად, ამ განცხადებით დასრულდა ის ინსინუაცია, რასაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს გარე თუ შიდა მტერი.

დიახ, დროა აღქმებსა და ინსინუაციებს თავი დაანებოს ყველამ და ფაქტს გაუსწოროს თვალი!

ძალისხმევა, რომელიც ხელისფლებამ გასწია, ზურგს ქართველი ხალხის ნება უმაგრებს, ამიტომაც საქართველოს ნებისმიერ, შიდა თუ საგარეო წარმატებას ვერავინ მიიწერს, გარდა ქართველი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლებისა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კალიურანდის სამარცხვინო განცხადებაზე ერთი ფრთიანი ფრაზა გამახსენდა
Next: ფრანს 24″ – თან პირდაპირი კავშირები აქვს რაფაელ გლუკსმანს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რუპორია, ასევე, ამ არხის თანამშრომელი წლების განმავლობაში იყო სალომე ზურაბიშვილის შვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.