IMG.GE IMG.GE

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა მიუღებელია და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ხელს არავინ არ უშლის, ჩვეულებრივად შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც კონკრეტული წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა”.

„უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას, უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში მიუღებელია და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს რა უნდა ზოგადად, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და სად სურს. დაბრუნება მას შეუძლია, ხელს არავინ არ უშლის, ჩვეულებრივად შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე რაც კონკრეტული წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება