სწორედ მოიქცა დღეს “იმედიც” და POSTV-იც, რომ არ დაესწრო ბრიფინგს. ობიექტური ტელევიზიების ადგილი, ამ სანახაობაში, დღეს ნამდვილად არ იყო

1526
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გახარიას ბრიფინგს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ობიექტური ტელევიზიების ადგილი ამ სანახაობაში ნამდვილად არ იყო. “სწორედ მოიქცა დღეს “იმედიც” და POSTV-იც, რომ არ დაესწრო ბრიფინგს. ზოგიერთი ჟურნალისტის გამოკლებით, დღეს მანდ “მედია/აფთართა” ზეიმი იყო და ეს სანახაობა სწორედ ასეთი, ექსკლუზიური ფორმით უნდა გაშუქებულიყო, რათა ყველას დაენახა ნაცმოძრაობის საინფორმაციო რუპორთა შემდგომი მოქმედების ტაქტიკა გიორგი გახარიასთან მიმართებაში. ობიექტური ტელევიზიების ადგილი, ამ სანახაობაში – დღეს ნამდვილად არ იყო (ვიმეორებ – ეს ყველას არ ეხება). გახარიას თემა “გლავკანალიზაციის” სატელევიზიო სივრცეში დღეიდან ნომერ პირველ თემად გადაიქცევა. მაგრამ ეს “სხვის ზურგზე სამოთხეში შესვლის” სურვილი, მეორე ანდაზაში არ ტრანსფორმირდეს – “თაგვმა თხარა, თხარა და კატა ამოთხარაო”. როდესაც გახარია არა ოცნების ამომრჩეველის ხარჯზე იხეირებს, არამედ “ლელო/აღმაშენებლის” ელექტორატს მოწყვეტს სათავისოთ საეჭვო პრინციპებისა და მიზნების მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს”. დავით ქართველიშვილი გახარიასა და ოპოზიციური პარტიების საერთო ინტერესებზე საუბრობს, თუმცა პროგნოზირებს, რომ ვერც “ქართული ოცნების” რეიტინგზე და ვერც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ვერ შეძლებენ ნეგატიური გავლენის მოხდენას. “მოქმედ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ტროას ცხენს რომ ადარებენ გაკოტრებული ნაცმოძრაობის ლიდერები ახლად შექმნილ პარტია “საქართველოსთვის” – მითოლოგიურად იგულისხმება, რომ გიორგი გახარია მის შიგთავსში ზის? მაშინ, როდესაც გიგი უგულავა და პეტრე ცისკარიშვილი ამ ცხენზე ამხედრებულები არიან და მის ზურგზე, და არა საკუთარი პარტიის მკვდარი რეიტინგის გამოცოცხლებით, აპირებენ საშემოდგომო არჩევნებში შედეგის დადებას? ამისთვის კი, გახარიასა და ოცნებას შორის “ჩორტების” ჩამოგდებით ცდილობენ ახალი პარტიის წაქეზებას, “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე ინადირონ, რათა ელექტორალური ხმების წართმევით – სათავისოდ, სანუკვარ 43%-იან ნიშნულამდე არ მიიყვანონ გარდაუვალი შედეგობრივი ფინალი? ვერც “ტროას ცხენი” და ვერც “ვა(რ)ლაამის სახედარი” დღეს ობიექტურად ვერ შეუშლის მართველ პარტიას 45%-ზე დაბალი შედეგის დადებას საშემოდგომო არჩევნებზე. ეს ისეთივე ანბანური ჭეშმარიტებაა, როგორიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის თანდათანობითი მატება, ვაქცინაციის პროცესის ფორსირება, პანდემიის დაძლევა და ეკონომიკის შემდგომი გაჯანსაღება, თუნდაც ტურისტული სფეროს გამოცოცხლების გზით”.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება