Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

მარშალ პრესი 08/11/2023
დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად დადებითი წინასწარი დასკვნის მოლოდინი აქვს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი ხუნდაძეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოლოდინი არის პოზიტიური, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ეს მოლოდინი გამქრალიყო, რომ ის სამუშაო, რაც მმართველმა გუნდმა ჩაატარა საზოგადოების დაკვეთით, არ მისულიყო კონკრეტულ შედეგამდე. მე ვფიქრობ, ისინი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დარჩებიან გაწბილებულები და საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა შემდგომშიც გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განხორციელება. „რა თქმა უნდა, ამისათვის არის გარკვეული რეფორმები განსახორციელებელი და მმართველი გუნდი ამაზე უარს არასდროს ამბობს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილის პირადი გვერდიდან წაშალეს პოსტი, სადაც ის ნიკა მელიას დადებითად მოიხსენიებდა
Next: ნურავინ შეიწუხებთ თავს მოსალოდნელი წარმატების მიწერით, დღევანდელ დღეს უკვე ჰყავს ავტორი – საქართველოს ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.